რატომ შეიქმნა MULTIGURA?
აგვისტო 2, 2026
WordPress-ის პლატფორმაზე მრავალენოვანი ვებ-აპლიკაციების დეველოპმენტი, ბაზარზე არსებული პოპულარული დანამატების გამოყენებით, არაერთ გამოწვევასთან იყო დაკავშირებული. მათ შორის იყო მაღალი ფასი, წარმადობის პრობლემები, ტექნიკური ხარვეზები და სხვა შეზღუდვები. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა არასწორი არქიტექტურა და მონაცემთა ბაზის სტრუქტურა იყო, რაც დეველოპერს არ აძლევდა შესაძლებლობას შეექმნა პროდუქტი, რომელსაც პროფესიონალური გადაწყვეტა ეწოდებოდა და არა კონკრეტულ ძრავზე მორგებული კომპრომისი.
როგორ მუშაობს MULTIGURA და რა განასხვავებს მას სხვა დანამატებისგან?
MULTIGURA-ში ნათარგმნი Post Type წარმოადგენს დამოუკიდებელ ობიექტს, რომელიც რელაციურ კავშირშია, როგორც ორიგინალ ჩანაწერთან, ასევე მის სხვა თარგმანებთან. ეს კავშირი იმართება დამატებითი ცხრილის საშუალებით. სწორედ ეს მიდგომა ეფუძნება იმ პრაქტიკას, რომელიც ფართოდ გამოიყენება მრავალენოვანი სისტემების დეველოპმენტში.
აღნიშნული არქიტექტურა უზრუნველყოფს მაქსიმალურ მოქნილობას და სრულ კონტროლს მონაცემთა ბაზაზე. ამასთანავე, MULTIGURA ინარჩუნებს WordPress-ის კლასიკურ სამუშაო გარემოს და თავს არ ახვევს მომხმარებელს დამატებით, ხელოვნურად შექმნილ ინტერფეისებს.
MULTIGURA შეიქმნა იმ ხედვით, თუ როგორი იქნებოდა მრავალენოვანი ფუნქციონალი, მისი ინტეგრაცია თავად WordPress-ის ბირთვში რომ მომხდარიყო. სწორედ ეს მიდგომა განასხვავებს მას სხვა დანამატებისგან და მიმზიდველს ხდის იმ დეველოპერებისთვის, რომლებიც აფასებენ სუფთა არქიტექტურას და WordPress-ზე კლასიკურ დეველოპმენტს.