MULTIGURA, WordPress-ის ინოვაციური მრავალენოვანი დანამატი, 2.x ხაზს წარმოგიდგენთ.

1.x ხაზის პრეზენტაცია 2025 წლის ივნისში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) გაიმართა. მისი მთავარი მიზანი იყო მრავალენოვანი საიტების წარმადობის პრობლემის არქიტექტურით გადაჭრა, ისე, რომ დანამატს სიმსუბუქე და ხარისხი შეენარჩუნებინა. ის ძირითადად პროფესიონალურ დეველოპმენტსა და ინდივიდუალურ თემებზე იყო გათვლილი.

პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ თითოეულ თემასა და დანამატს საკუთარი მიდგომა აქვს და სრული თავსებადობისთვის მხოლოდ ძლიერი ბირთვი საკმარისი არ არის. ამიტომ 2.x-ში ბირთვს ინტეგრაციების ხიდი დავუმატეთ. ბირთვი სუფთა და მსუბუქი რჩება, თითოეულ თემასა და დანამატს კი საკუთარი ინტეგრაცია აქვს. დღეს MULTIGURA თავსებადია WooCommerce-თან, Elementor-თან, Divi-სთან, Avada-სთან, Yoast SEO-სთან, Rank Math-თან, WP Rocket-თან და ბევრ სხვა პოპულარულ პლაგინსა და თემასთან.

MULTIGURA 2.x ასევე გთავაზობთ მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, რომლებიც მრავალენოვანი ვებსაიტების მართვას კიდევ უფრო მოქნილს ხდის: ბმულების ნებისმიერი სტრუქტურის მხარდაჭერას (Multi-Permalink), WordPress Multisite-ის გამოყენებას ერთი ლიცენზიით მთელ ქსელში, ბლოკურ თემებში ნავიგაციისა და შაბლონის ნაწილების (Header და Footer) თარგმნას, ასევე სრულად განახლებულ პარამეტრების გვერდს, რომელიც WordPress-ის React კომპონენტებზეა აგებული.

თითოეული ინტეგრაცია და შესაძლო სცენარი ავტომატური ტესტებით მოწმდება, ხოლო ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ტესტების დაფარვისა და მასშტაბის მნიშვნელოვნად გაზრდა შევძელით.

ასევე ჩავატარეთ წარმადობის ტესტები, რომლებშიც MULTIGURA სხვა პოპულარულ პლაგინებს შევადარეთ. შედეგების მიხედვით, MULTIGURA გვერდის პასუხის დროს მხოლოდ 5 მილიწამით ზრდის. დეტალური შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ტესტების გვერდზე.

ჩვენი სლოგანი, „მაღალი წარმადობის მრავალენოვანი WordPress დანამატი“, დღეს რეალობაა და მას ტესტების შედეგებიც ადასტურებს.

პლაგინის გადმოწერა და ტესტირება ნებისმიერს შეუძლია დემო გვერდზე. მხარდაჭერილი პლაგინების სია ეტაპობრივად გაიზრდება. თუ გსურთ, რომ რომელიმე პლაგინი ამ სიაში იხილოთ, მოგვწერეთ.