ცვლილებები
MULTIGURA-ს ყველა ვერსია, უახლესი პირველი: ახალი შესაძლებლობები, ინტეგრაციები, გასწორებები და უსაფრთხოების გაუმჯობესებები. დანამატი განაახლეთ WordPress-ის ადმინიდან ან Composer-ით.
-
2.0.16
პარამეტრების დახვეწა: საძიებო select-ებში არჩეული ვარიანტი მონიშნულია, Text Translation-ში ტექსტის ენა იგივე select-ით აირჩევა, Text Translation და Synchronization კი ჩატვირთვისას აღარ მოძრაობს.
-
2.0.15
WooCommerce-ისთვის დაემატა Currency მოდული: ფასები, კალათა, მიწოდება, კუპონები და შეკვეთები ყოველი ენის ვალუტაში ჩანს. კურსის შეყვანა შეიძლება ხელით, ან ავტომატურად განახლდება საქართველოს ეროვნული ბანკიდან და ევროპის ცენტრალური ბანკიდან. ვიზიტორს შეუძლია ვალუტა აირჩიოს Currency Switcher ბლოკით ან შორთკოდით, ან ნახოს თავისი ქვეყნის ვალუტა; ფასები თითო ვალუტაში ხელითაც შეიძლება დაიწეროს. გადახდის მეთოდები ვალუტის მიხედვით ირჩევა; ფასის ფილტრი, ადმინში შექმნილი შეკვეთები და WooCommerce Analytics რამდენიმე ვალუტასთან მუშაობს. სინქრონიზაცია ახლა თავისით, ფონურად და ნაწილ-ნაწილ მიმდინარეობს და აღარ არის დამოკიდებული პარამეტრების გვერდის გახსნაზე. დაიხვეწა პარამეტრების გვერდი: სექციები იკეცება, სიებში ძებნა შეიძლება, ხოლო ლიცენზიის გასაღები დამალულია, სანამ არ გამოაჩენ.
-
2.0.14
SEO: პოსტის ან გვერდის სურათი, რომელსაც attachment-ის მეტამონაცემები არ აქვს, გვერდს აღარ აზიანებს, SVG სურათებს კი სწორი og:image:type ეწერება.
-
2.0.13
SEO: გვერდი, რომელსაც თემა 404-ად აქცევს, აღარ ბეჭდავს მის უკან მდგომი პოსტის canonical-ს, hreflang-ს, description-სა და schema-ს.
-
2.0.12
პარამეტრების REST API: ნაწილობრივ გაგზავნილი ჯგუფი გაუგზავნელი ველების შენახულ მნიშვნელობებს ინარჩუნებს.
-
2.0.11
SEO: hreflang-ში ახლა მხოლოდ ენა წერია და მხოლოდ ინდექსირებადი ვერსიები ჩანს, sitemap-ებში კი აღარ ხვდება noindex, გადამისამართებული და პაროლით დაცული გვერდები. ახალი: ნაგულისხმევი აღწერა ყველა ენისთვის, ორგანიზაციის პროფილები და breadcrumbs Schema.org-ში, canonical და hreflang ბმულები კატეგორიებისა და არქივების გვერდებზე.