მრავალენოვანი Elementor MULTIGURA-თი

Elementor + Pro

MULTIGURA-სთან Elementor-ის გვერდის თითოეული ენა ცალკე გვერდია, რომელსაც ჩვეულებრივ, Elementor-ის editor-ში აწყობთ და არედაქტირებთ. თარგები, header-ები, footer-ები და popup-ები ასევე ითარგმნება და საიტი, სადაც არ უნდა ჩანდეს თარგი, ვიზიტორის ენის ვერსიას აჩვენებს.

რა ითარგმნება

  • Elementor-ით აწყობილი გვერდები და პოსტები
  • Elementor-ის ბიბლიოთეკის თარგები: შენახული თარგები, loop item-ები, global widget-ები და popup-ები
  • Theme Builder-ის თარგები: header, footer, single, archive, search და 404
  • Floating Elements
  • Nav Menu ვიჯეტის მენიუები
  • Posts და Loop Grid ვიჯეტების პოსტები, გვერდის ენით გაფილტრული

რედაქტირება Elementor-ის editor-ში

Elementor-ის editor-ი, მისი preview და მისი მოთხოვნები იმ დოკუმენტის ენაზე მუშაობს, რომელსაც ხსნით, ადმინის ენის მიუხედავად. ქართული გვერდის შენახვა მხოლოდ ქართულ გვერდს ცვლის, ორიგინალი კი უცვლელი რჩება.

ზედა პანელში, გვერდის სათაურის გვერდით, ენების მენიუა: ის მიმდინარე ენის დროშას აჩვენებს და დანარჩენ ენებს ჩამოთვლის. იქიდან შეგიძლიათ გახსნათ თარგმანი, გააგრძელოთ draft ან შექმნათ ახალი. ახალი თარგმანი ორიგინალის ასლად იქმნება და პირდაპირ editor-ში იხსნება.

თარგები და Theme Builder

სადაც არ უნდა ჩანდეს თარგი (Template ვიჯეტი, [elementor-template] შორთკოდი, loop item, global widget, popup თუ Theme Builder-ის ადგილი), MULTIGURA მის მიმდინარე ენის თარგმანს აჩვენებს. თუ თარგს ამ ენაზე გამოქვეყნებული თარგმანი არ აქვს, ორიგინალი ჩანს.

Display conditions ორიგინალ თარგზე რჩება და მის თარგმანებზეც მოქმედებს, ამიტომ გვერდისთვის დაყენებული პირობა ამ გვერდს ყველა ენაზე ფარავს. პირობებს ერთხელ აყენებთ.

Elementor Pro

  • Loop Grid-ის pagination და Load more, Taxonomy Filter და live Search შედეგებს გვერდის ენაზე აახლებს.
  • Search Form, Site URL და Site Logo მიმდინარე ენის მთავარ გვერდზე მიდის.
  • ფორმები გვერდის ყველა ენის ვერსიაზე მუშაობს, AJAX-ით გაგზავნის ჩათვლით.

თავსებადობა

  • Elementor 3.20 ან უფრო ახალი, Elementor 4-ისა და მისი Atomic Editor-ის ჩათვლით. შემოწმებულია Elementor 3.20, 3.28, 3.35 და 4.4-ზე და Elementor Pro 4.4-ზე.
  • Elementor-ის ქეში (დაგენერირებული CSS, ელემენტების ქეში და გვერდის assets) თარგმანზე არ კოპირდება. თითოეული თარგმანი საკუთარს აწყობს.
  • Elementor-ის kit-ის საიტის პარამეტრები ყველა ენისთვის ერთია.

დაყენება

  1. გააქტიურეთ Elementor (და Elementor Pro, თუ იყენებთ) და MULTIGURA. ინტეგრაცია თავად ირთვება.
  2. MULTIGURA-ს პარამეტრებში გახსენით General → Translatable content და Post types-ში დაამატეთ Pages, Posts, Templates და, თუ იყენებთ, Floating Elements.
  3. გახსენით გვერდი Elementor-ში და ზედა პანელის ენების მენიუში აირჩიეთ Create translation.
  4. თარგმნეთ ტექსტები editor-ში და გამოაქვეყნეთ თარგმანი.
  5. იმავე გზით შექმენით თქვენი header-ების, footer-ებისა და popup-ების თარგმანები. მათი display conditions ორიგინალზე რჩება.

ხშირად დასმული კითხვები

საჭიროა თუ არა თითოეული ენის თავიდან აწყობა?

არა. ახალი თარგმანი ორიგინალის ასლად, იმავე განლაგებით იქმნება, ასე რომ მხოლოდ ტექსტების თარგმნა გიწევთ. ამის შემდეგ თითოეული ენა დამოუკიდებლად შეიძლება შეიცვალოს.

საჭიროა თუ არა ცალკე header და footer ყველა ენისთვის?

ახალ თარგს კი არ ქმნით, არამედ header-ის ან footer-ის თარგმანს. მისი display conditions ორიგინალზე რჩება და საიტი ვიზიტორის ენის ვერსიას აჩვენებს.

რა ხდება, თუ თარგს ჯერ თარგმანი არ აქვს?

ორიგინალი ჩანს, ასე რომ თარგმნის პროცესში გვერდის არცერთი ნაწილი არ ქრება.

მუშაობს თუ არა Elementor 4-თან?

დიახ. MULTIGURA მუშაობს Elementor 3.20-თან და უფრო ახალ ვერსიებთან, მათ შორის Elementor 4-თან Atomic Editor-ით და Elementor Pro 4-თან.