ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ინოვაციური მრავალენოვანი WordPress დანამატის, MULTIGURA-ს პრეზენტაცია გაიმართა
ივნისი 17, 2025
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ინოვაციური მრავალენოვანი WordPress დანამატის, MULTIGURA-ს პრეზენტაცია გაიმართა. MULTIGURA არის ქართული ტექნოლოგიური პროდუქტი, რომელიც WordPress პლატფორმაზე მრავალენოვანი ვებსაიტების შექმნისა და მართვის საშუალებას იძლევა.
Პრეზენტაციის ფარგლებში განხილული იქნა MULTIGURA-ს ფუნქციონალი. განიმარტა ბაზარზე მოქმედი ყველა პოპულარული მრავალენოვანი დანამატის, როგორც ბაზების სტრუქტურა, ასევე არქიტექტურა და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო MULTIGURA-ს უპირატესობებს კონკურენტებთან მიმართებაში.
Ხაზი გაესვა კომპანიის ხედვას WordPress ინდუსტრიის განვითარებაზე და პროექტებში მრავალენოვანი ფუნქციონალის სწორად ინტეგრირების მნიშვნელობას.