MULTIGURA მზადაა, რომ WooCommerce გახადოს მრავალენოვანი და ამავდროულად შეინარჩუნოს წარმადობა
ივლისი 10, 2025
Storefront თემაზე გაიტესტა:
- WooCommerce გვერდების თარგმნა.
- WooCommerce როუტები და შიდა ლინკ სისტემა.
- WooCommerce ვიჯეტები.
- WooCommerce ატრიბუტების თარგმნა.
- WooCommerce მეილების თარგმნა.
- Stock მენეჯმენტი, როგორც Simple, ასევე Variable პროდუქტის შემთხვევაში. Separated არქიტექტურიდან გამომდინარე საჭიროებს ავტომატურ სინქრონიზაციას თარგმანებთან და დამატებით ლოგიკას SKU ვალიდაციაზე.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – წარმადობა უპირველეს ყოვლისა!
ხშირად ისმება კითხვა: დატვირთავს თუ არა MULTIGURA მონაცემთა ბაზას? გულწრფელი პასუხია, რომ დიახ, გარკვეული დატვირთვა ყოველთვის იქნება, როგორც ნებისმიერი მრავალენოვანი გადაწყვეტის შემთხვევაში. თუმცა ეს დატვირთვა მნიშვნელოვნად მსუბუქია სხვა მრავალენოვან დანამატებთან შედარებით. სწორედ ეს განსაკუთრებული მახასიათებელი გამოარჩევს MULTIGURA-ს კონკურენტებისგან.
პროექტი MULTIGURA რეალური საჭიროებიდან დაიბადა. ჩვენი მიზანი არ ყოფილა უბრალოდ კიდევ ერთი ენების პლაგინის შექმნა. ჩვენ შევქმენით საუკეთესო გადაწყვეტა, რომელიც თავის საქმეში უმაღლეს ხარისხს გთავაზობთ.