მრავალენოვანი ვებსაიტები უკვე წლებია რაც თანამედროვე ციფრული ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. თუმცა, მათი მართვა WordPress გარემოში ხშირად იწვევს სირთულეებს — იქნება ეს ტექნიკური შეფერხებები, წარმადობის პრობლემები თუ რთული ინტერფეისები, რომლებიც ყოველდღიურ პროცესებს ართულებს. ვინც ასეთ გამოწვევებთან პირისპირ დამდგარა, კარგად იცის რამდენ დროსა და ენერგიას მოითხოვს მათთან გამკლავება.

 

ეს პროექტი სწორედ მათთვისაა, ვინც ეძებს სტაბილურ, მარტივად სამართავ და საიმედო გადაწყვეტას მრავალენოვანი WordPress პროექტებისთვის.

 

პროექტი MULTIGURA, რომელიც ამ სფეროში დაგროვილი გამოცდილების პასუხად შეიქმნა, მიზნად ისახავს მრავლენოვან დეველოპმენტში არსებული პრობლემების გადაჭრას.

 

კითხვა, თუ რატომ უნდა ვენდოთ ახალ გადაწყვეტას და რა გარანტია გვაქვს, რომ იგივე ან ახალი პრობლემები აღარ შეგვხვდება, პასუხს პოულობს HOST პროექტში — multigura.com. ვებსაიტი თავად იყენებს დანამატს და წარმოდგენილია სამენოვანი მხარდაჭერით, ხოლო დოკუმენტაციის განყოფილებაში დეტალურად არის აღწერილი დანამატის ინტერფეისები და შესაძლებლობები, რაც მიუთითებს მის სტაბილურ და გამართულ ფუნქციონირებაზე. გარდა ამისა, პროექტს მხარს უჭერენ ისეთი სანდო და წარმატებული კომპანიები, როგორებიც არიან BTU, wOnderLAND და WORLDSPORT.GE.

 

ჩვენი გუნდი აქტიურად გააგრძელებს პროექტის მხარდაჭერას და განვითარებას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გაგიზიარებთ ჩვენს ცოდნას და გამოცდილებას.

 

გვჯერა, რომ MULTIGURA თქვენთან ერთად, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მრავალენოვანი ვებ ინდუსტრიის განვითარებაში.