ვინ ვართ ჩვენ
შპს „მულტიგურა“ („კომპანია,“ „ჩვენ,“ „ჩვენი“) პატივს სცემს თქვენს კონფიდენციალურობას და მოწოდებულია მისი დაცვისკენ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის საშუალებით. ეს პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ, ვამჟღავნებთ და ვიცავთ თქვენს ინფორმაციას, როდესაც სტუმრობთ ჩვენს ვებსაიტს და იყენებთ MULTIGURA WordPress-ის დანამატს (ერთობლივად – „სერვისები“).
ჩვენი სერვისების გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობებს.

 

რა პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ და რატომ
როდესაც გვიკვეთავთ პროდუქციას, გვაწვდით ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი სახელი, მისამართი, ელ.ფოსტა და გადახდის დეტალები. ასევე ვაგროვებთ თქვენს IP მისამართს. ამ მონაცემებს ვიყენებთ შემდეგი მიზნებისთვის:

  • თქვენთვის ანგარიშისა და შეკვეთის შესახებ ინფორმაციის გაგზავნა.
  • თქვენი მოთხოვნების, მათ შორის თანხის დაბრუნებისა და პრეტენზიების განხილვა.
  • გადახდების დამუშავება და თაღლითობის თავიდან აცილება.
  • თქვენი ანგარიშის შექმნა ჩვენს პლატფორმაზე.
  • საგადასახადო და სხვა კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

საკონტაქტო ფორმა
საკონტაქტო ფორმის საშუალებით მოწოდებული ინფორმაცია ინახება მომხმარებელთა მომსახურების მიზნით, თუმცა იგი არ გამოიყენება მარკეტინგული მიზნებისთვის, თუ მომხმარებელმა ამისთვის თანხმობა არ გასცა.

 

კომენტარები
ჩვენს ვებსაიტზე კომენტარების დატოვება შეუძლებელია.

 

ქუქი-ფაილები (Cookies)
ჩვენ არ ვიყენებთ ანალიტიკის, რეკლამის ან სოციალური მედიის ქუქი-ფაილებს, თუმცა ვიყენებთ აუცილებელ ქუქი-ფაილებს, რომლებიც საჭიროა ჩვენი ვებსაიტის გამართული მუშაობისთვის:

  • “wordpress_logged_in_*” – თუ გაქვთ ანგარიში და შედიხართ სისტემაში, ეს ქუქი-ფაილი ინარჩუნებს თქვენს ავტორიზაციას. მოქმედებს 2 კვირა ან გამოსვლის (log out) მომენტამდე.
  • “wordpress_sec_*” – სესიის ქუქი-ფაილი, რომელიც იცავს მომხმარებლის ავტორიზაციას და ხელს უშლის არაუფლებამოსილ წვდომას.
  • “wordpress_test_cookie” – დროებითი ქუქი-ფაილი, რომელსაც WordPress იყენებს იმის შესამოწმებლად, იღებს თუ არა ბრაუზერი ქუქი-ფაილებს.
  • “multigura” – ინახავს 0 ან 1 მნიშვნელობას და ასახავს MULTIGURA დანამატის ლიცენზიის სტატუსს.
  • “lang” – ინახავს მიმდინარე ენის მნიშვნელობას.
  • “wp_lang” – სესიის ქუქი-ფაილი, რომელიც WordPress-ს ეხმარება მომხმარებლის ინტერფეისისთვის არჩეული ენის დამახსოვრებაში.

ვის ვუზიარებთ თქვენს მონაცემებს
ჩვენ არ ვყიდით და არ ვაქირავებთ პერსონალურ მონაცემებს. მონაცემები შესაძლებელია გავუზიაროთ შემდეგ სუბიექტებს:

  • სერვისის მომწოდებლები (მაგალითად, გადახდის პროცესორები, ჰოსტინგის პროვაიდერები).
  • სამართალდამცავი ორგანოები, თუ ამას მოითხოვს კანონი.
  • ბიზნეს ტრანსფერები, როგორიცაა შეძენა ან გაერთიანება.

რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს მონაცემებს
თუ გაქვთ ანგარიში, ყველა პერსონალური მონაცემი, რომელსაც ვფლობთ თქვენ შესახებ, შეგროვებულია იურიდიული მიზეზების გამო. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ისინი შევინახოთ მინიმუმ 10 წლის განმავლობაში.

 

რა უფლებები გაქვთ თქვენს მონაცემებზე
თუ გაქვთ ანგარიში, შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ასლის მიღება, მათ შორის ის ინფორმაცია, რომელიც თავად მოგვაწოდეთ.თქვენ არ შეგიძლიათ მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების წაშლა, რადგან მათი შენახვა კანონით არის განსაზღვრული.

 

როგორ ვიცავთ თქვენს მონაცემებს
ჩვენ ვიყენებთ SSL/HTTPS პროტოკოლს ჩვენს ვებსაიტზე, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაშიფრულია და მისი გადაცემა უსაფრთხოა. ეს ხელს უშლის მესამე პირებს მომხმარებლის მონაცემებზე ჰქონდეთ წვდომა.

 

მონაცემთა გაჟონვის შემთხვევაში რა ზომებს ვიღებთ
თუ მონაცემთა უსაფრთხოება დაირღვევა, ჩვენი ადმინისტრატორები დაუყოვნებლივ შეამოწმებენ დაზარალებულ ანგარიშებს და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებს პაროლს შეუცვლიან. ამის შემდეგ, თითოეულ დაზარალებულ მომხმარებელს დაუკავშირდებიან.

 

რომელი მესამე პირებისგან ვიღებთ მონაცემებს
შესაძლოა, მივიღოთ ინფორმაცია მესამე პირებისგან, მაგალითად, როგორებიცაა გადახდის სერვისები ან ანალიტიკური ხელსაწყოები.

 

ავტომატიზირებული გადაწყვეტილებები და პროფილირება
ჩვენ არ ვიყენებთ ავტომატიზირებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გავლენას მოახდენს მომხმარებლის უფლებებზე.

 

სფეროს რეგულაციებთან შესაბამისობა
თუ რაიმე სამართლებრივი რეგულაციით მოგვეთხოვება, ჩვენ შესაბამისი წესების დაცვას უზრუნველვყოფთ.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.