შ.პ.ს „მულტიგურა“ დაარსდა 2024 წელს. კომპანიამ შექმნა WordPress CMS-ის დანამატი MULTIGURA და მომხმარებლებს სთავაზობს ინოვაციურ მიდგომას მაღალი წარმადობის მრავალენოვანი ვებ-საიტების შესაქმნელად.

 

MULTIGURA ორიენტირებულია ხარისხზე და იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. დანამატით სარგებლობა შეუძლიათ როგორც პროფესიონალ დეველოპერებს, ასევე მოყვარულ მომხმარებლებს.

 

კომპანიას გააჩნია სრულიად განსხვავებული პოლიტიკა – ის აერთიანებს დანამატის სრულ ფუნქციონალს ერთ პაკეტში და პროდუქტის ფასი განისაზღვრება PRODUCTION დომენების რაოდენობით.

 

ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ვებ-სააგენტოებთან და დეველოპერებთან, შევთავაზოთ ფასდაკლებები, პრომოკოდები ინდივიდუალური პირობებით და საჭიროების შემთხვევაში გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება.

 

წლების მანძილზე დაგროვებული ცოდნა ვაქციეთ პროდუქტად და ამავე პლატფორმის მეშვეობით გიზიარებთ მას. ჩვენი მიზანია, რომ თქვენი ვებ-გვერდიც გახდეს მრავალენოვანი და მაქსიმალურად შეინარჩუნოს ხარისხი.